მოლარე-კონსულტანტი, აგრომაღაზიის ფილიალის მენეჯერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
1. მოლარე-კონსულტანტი
მოვალეობები:
- მომხმარებლის კონსულტაცია და მომსახურება
- სალარო ოპერაციების შესრულება
- პროდუქციის შესახებ ინფორმაციის გაცემა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება
- მებაღეობის სფეროს ცოდნა
- ინგლისური ენის ცოდნა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კომუნიკაბელურობა
ვაკანსია განკუთვნილია 21 წლიდან ზემოთ კანდიდატებისთვის.
ჩვენ გთავაზობთ:
- ფიქსირებულ ანაზღაურებას
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს
- სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს
- კომფორტულ ლოკაციას, დეზერტირების ბაზრის პირდაპირ
2. აგრომაღაზიის ფილიალის მენეჯერი
ვაკანსიის აღწერა:
ვეძებთ გამოცდილ, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე და მოტივირებულ კადრს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და უზრუნველყოფს მაღაზიის ეფექტურ მუშაობას.
ძირითადი მოვალეობები:
- მაღაზიის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა და კონტროლი
- პროდუქციის მიღება, აღრიცხვა და ნაშთების კონტროლი
- გაყიდვების სტიმულირება და მომხმარებელთან გრძელვადიანი, პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბება
- მაღაზიაში მომუშავე პერსონალის კოორდინაცია
- ფინანსური ანგარიშსწორების სიზუსტის კონტროლი და სალარო ოპერაციების მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- სასურველია (არა აუცილებელი) აგრონომიული განათლება ან სფეროს ცოდნა (მცენარეთა დაცვის საშუალებები, სასუქები და ა.შ.)
- საოფისე და სასაქონლო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი ერთგულება
- თავაზიანობა, კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა
- ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი
- სტრესულ სიტუაციებში ორიენტირებისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს თბილისის ცენტრალურ ნაწილში
- მეგობრულ გარემოს
- ფიქსირებულ ანაზღაურებას
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას