მოლარე-კონსულტანტი
კომპანია "ჯითექსი" 2007 წელს დაარსდა და მას შემდეგ წარმატებულად ოპერირებს ბაზარზე ტანსაცმლის, ავეჯისა და სახლის აქსესუარების ხაზით. იგი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, Matalan, OVS, Terranova, KIABI, Enza Home, EnglishHome, Principe. კომპანია წარმოდგენილია 30-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და გორში.
"ჯითექსი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, ცვლებში;
ლოკაცია: თბილისი
მაღაზია:
- Penti (ცინცაძის #12, ს/ც აქსისი)
- Penti (პეკინის გამზ. #2)
- English Home (ს/ც ისთ ფოინთი)
- Kiabi (ს/ც ისთ ფოინთი)
- OVS (ს/ც თბილისი მოლი)
- OVS (პეკინის გამზ. #10)
- OVS (ს/ც სითი მოლი)
- Matalan (ს/ც სითი მოლი)
- Enza Home (ს/ც ისთ ფოინთი)
- Terranova (ს/ც თბილისი ცენტრალი)
- Terranova ნახ/განაკვეთი (მარჯანიშვილის მეტროსთან)
ფუნქცია-მოვალეობები
- მომხმარებელთა მომსახურება და საქონლის შეძენასთან დაკავშირებული ანგარიშსწორება კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- სალაროსთან მუშაობის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურებისა და სალარო ოპერაციების თანმდევი დოკუმენტაციის სიზუსტის დაცვა;
- კოლექციის მიღებაში, მიღებული საქონლის ინვენტარიზაციასა და სხვაობების გამოვლენაში მონაწილეობა;
- მომხმარებლის კონსულტირება და პროდუქციის შესახებ, საჭიროებისამებრ, სრული ინფორმაციის მიწოდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 20 ივლისი