მოლარე-კონსულტანტი
QooQy Bakery არის კაფე, საკონდიტრო და სახაბაზო, რომელიც მომხმარებელს 100-მდე სახეობის არტიზანულ პურ-ფუნთუშეულს, კრემიან დესერტებს, ტორტებს, ორცხობილების მრავალფეროვან არჩევანსა და ათეულობით ცივ და ცხელ სასმელს სთავაზობს.
პოზიცია: მოლარე-კონსულტანტი
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: 08:00-15:00, 15:00-22:00, 22:00-08:00
- ანაზღაურება: 900-1200 ლარი
- მისამართი: ვაჟა-ფშაველას 7
მოვალეობები:
- მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა და სტანდარტების შესაბამისი მომსახურების გაწევა
- ყავის, ფრეშების, ლიმონათების დამზადება
- სალაროსთან მუშაობა
- პროდუქციის დახლებზე განლაგება და ნაშთების მონიტორინგი
- მომხმარებლისთვის მიმდინარე აქციების შეთავაზება
- გლოვოსა და ვოლტის შეკვეთების გამზადება
- სხვადასხვა დამხმარე სამუშაოების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მომსახურების/გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
- სასურველია უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
ჩვენ გთავაზობთ:
- კომფორტულ სამუშაო გარემოს
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.