მოლარე-კონსულტანტი — Scalpers Company

Scalpers Company — ლოგო
Scalpers Company

მოლარე-კონსულტანტი

₾1200 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

Scalpers – თანამედროვე ესპანური ბრენდი, რომელიც გამოირჩევა ხარისხით, ინდივიდუალური სტილითა და ელეგანტური დიზაინით აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ისთ ფოინთის ფილიალში.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: გრაფიკი ცვლების მიხედვით ( 8 სააათიანი სამუშაო დღე );

ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი

დასვენება: თვეში 8 დღე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლისათვის კვალიფიკაციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების შესახებ;
  • კომპანიის მიერ დადგენილ აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
  • სალაროსთან მუშაობის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების ზედმიწევნით დაცვა;

პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა და გამართული მეტყველება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სალაროსთან მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე);
  • ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;