მოლარე-კონსულტანტი — Leonidas Georgia

Leonidas Georgia — ლოგო
Leonidas Georgia

მოლარე-კონსულტანტი

₾1100 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Leonidas Georgia აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ირაკლი აბაშიძის N39

სამუშაო გრაფიკი: ყოველ მეორე დღეს (ან 2/2-ზე გრაფიკი), 11:00 - 22:00

ანაზღაურება: 1100 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი

ჩვენ შესახებ:

"Leonidas" - ბელგიური ხარისხის სიმბოლო, უკვე 100 წელზე მეტია, რაც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში უნიკალურ შოკოლადის გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებლებს.

"Leonidas Georgia" წარმოადგენს ამ ლეგენდარულ ბრენდს საქართველოში და ეძებს მოტივირებულ ადამიანს, რომელიც გახდება ჩვენი გემოვნებიანი სამყაროს ნაწილი.

შენი პასუხისმგებლობები იქნება:

  • მაღაზიაში მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
  • მომხმარებლის მიერ შერჩეული შოკოლადის ასორტიმენტის ბრენდის სტანდარტების შესაბამისად შეფუთვა და პრეზენტირება;
  • სალაროსა და საბანკო ტერმინალებთან მუშაობა;
  • პროდუქციის სრული ასორტიმენტის ცოდნა და მის შესახებ მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
  • პროდუქციის რაოდენობის, ვადებისა და ფასების კონტროლი;
  • მაღაზიაში სისუფთავისა და კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა.

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც:

  • საუბრობს ქართულად და ფლობს სასაუბრო ინგლისურს;
  • გამოირჩევა პასუხისმგებლობით, კომუნიკაბელურობით და პუნქტუალურობით;
  • სწრაფად ითვისებს ახალ ინფორმაციას;
  • არის დეტალებზე ორიენტირებული;
  • გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ და მოქნილ სამუშაო გრაფიკს - მუშაობთ ყოველ მეორე დღეს (ან 2/2-ზე გრაფიკით);
  • კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული ხელფასი (1000 ლარი ხელზე ასაღები) + ბონუსი გაყიდვებიდან;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს ბრენდის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  • სამუშაოს დაწყებამდე თქვენ გაივლით ტრენინგს ბრენდის სტანდარტების შესაბამისად.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 17 ივლისი

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემები დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ დასაქმების პროცესისთვის.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ