მოლარე-კონსულტანტი
შპს "სვიფტმარტ" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, შარტავას 18 (ვეიპისა და თამბაქოს მაღაზია Vape&More)
სამუშაო განრიგი: 24 საათიანი - თვეში 10 სამუშაო დღე
ანაზღაურება: 1200 ლარი + საბონუსე სისტემა
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლის სწრაფი და მაღალ ხარისხიანი მომსახურება;
- სალარო ოპერაციების განხორციელება;
- პროდუქციის მიღება-განთავსება;
- გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვებში გამოცდილება აუცილებელია;
- უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (ერთი ენის ცოდნა მაინც აუცილებელია);
- სალაროსთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებულობა;
- დისციპლინა;
- დეტალებზე ორიენტირება;
- დროის მართვის უნარი;
- კომუნიკაბელურობა.