მოლარე-კონსულტანტი
საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიათა ქსელი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე, ბახტრიონის ფილიალში.
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ბახტრიონის N12
- ანაზღაურება: 1200 ლარი
- გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე: 5 დღე - დღეში 7 საათი, 1 დღე - სრული სამუშაო დღე. კვირაში 1 დღე - დასვენება.
კომპანიის შესახებ:
„საწყობი“ არის თანამედროვე საცალო ქსელი, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ბრენდებსა და ხარისხიან პროდუქციას ერთ სივრცეში. ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ კომფორტული, სწრაფი და სასიამოვნო ყიდვის გამოცდილება, ხელმისაწვდომ ფასებთან ერთად.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის, სწრაფი და ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფა;
- სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
- ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წესების სრული დაცვით წარმოება;
- პროდუქციის განთავსება და მოწესრიგება სავაჭრო სივრცეში;
- შეკვეთების პროგრამული ფორმირება;
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- შრომისმოყვარეობა.