მოლარე-კონსულტანტი
ალკოჰოლის სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
გრაფიკი: სრული, ცვლებში. თვეში საშუალოდ 15-17 დღე (არაუმეტეს შრომითი კოდექსით განსაზღვრული საათებისა);
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი (სხვადასხვა ლოკაცია)
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა
- გაყიდვების ეფექტურად განხორციელება
- პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა-პრეზენტირება
- სალაროში ოპერაციების კონტროლი (გაყიდვებთან დაკავშირებული პროცესების წარმოება)
სამუშაოსთვის საჭირო კვალიფიკაცია:
- საშუალო ან უმაღლესი განათლება
- ასაკი - 18 წლიდან
- ალკოჰოლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია)
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ორგანიზებულობა
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენ მიერ შევსებული ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ანდა რეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
გისურვებთ წარმატებას!