მოლარე-კონსულტანტი — TATE Charm Bar

TATE Charm Bar

მოლარე-კონსულტანტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

საიუველირო ბრენდი "TATE • თათე Charm Bar" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც დაეხმარება მომხმარებლებს საკუთარი უნიკალური სამკაულის შექმნაში.

თუ ხარ პასუხისმგებლიანი, გიყვარს ესთეტიკა და ადამიანებთან ურთიერთობა, მოხარული ვიქნებით შენი გაცნობით.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლებისთვის კვალიფიციური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
  • სამკაულების აწყობა მომხმარებლის სურვილისამებრ; (მაღაზიის კონცეფცია მომხმარებელი ირჩევს ჯაჭვის სტილს, შემდეგ არჩევს სასურველ ჩარმებს, მოლარე-კონსულტანტი უწყობს ადგილზე სამკაულს);
  • მაღაზიაშია არსებული პროდუქციის ცოდნა;
  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის რაოდენობისა და ფასების კონტროლი;
  • სალაროსთან და საბანკო ტერმინალებთან მუშაობა;
  • სამუშაო გარემოს მოწესრიგება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • სასურველია სალაროსთან/საბანკო ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ფლობა
  • სასურველია კანდიდატს ჰქონდეს თავისუფალი გრაფიკი

ლოკაცია: სავაჭრო ცენტრ ისთ ფოინთის ახალი სივრცე

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე

  • ორშაბათი - პარასკევი ცვლებში: 10:00-16:00, 16:00-22:00
  • შაბათი ან კვირა - სრული ცვლა: 10:00-22:00

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ