მოლარე/კონსულტანტი
“ბი მობაილი” აცხადებს ვაკანსიას მოლარე/კონსულტანტის პოზიციაზე.
“ბი მობაილ” არის სმარტფონის, კომპიუტერის და მანქანის აქსესუარების საცალო ქსელი. კომპანია ოპერირებს 2017 წლიდან.
სამუშაო აღწერა:
- მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა
- პროდუქციის გაყიდვა და გაყიდული პროდუქციის აღრიცხვა
- სალარო აპარატთან მუშაობა
- სტენდზე სისუფთავის შენარჩუნება
მოთხოვნები:
- უნდა იყოს გაყიდვებზე და შედეგზე ორიენტირებული
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- პუნქტუალურობა
- გამართული მეტყველების უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, გრაფიკი შეთანხმებით
ანაზღაურება: 1000-დან 1200 ლ-მდე
ადგილზე შეგასწავლით საქმეს და დაგეხმარებით გახდეთ ჩვენი გუნდის სრულფასოვანი წევრი
უპირატესობები:
- ბონუსები და წახალისება
- ფასდაკლებები ჩვენს ან პარტნიორ კომპანიებში
- კორპორატიული ღონისძიებების აღნიშვნა