მოლარე-კონსულტანტი
იქს ლაქშერი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. თუ გიყვარს გაყიდვები, კომუნიკაცია და თანამედროვე ტექნიკა — შემოგვიერთდი გუნდში, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს პრემიუმ ხარისხის მოტოციკლებს, სკუტერებს, მოპედებსა და სხვა მსგავს ტრანსპორტს.
ძირითადი მოვალეობები
- მომხმარებლების პროფესიული კონსულტაცია;
- მოტოციკლების, სკუტერებისა და სხვა პროდუქციის გაყიდვა;
- პროდუქციის პრეზენტაცია და შეთავაზება;
- ონლაინ და ოფლაინ შეკვეთების დამუშავება;
- გაყიდვების პროცესის სრულად მართვა;
- მომხმარებელთა ბაზასთან კომუნიკაცია;
- შოურუმის მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება.
მაღაზია იხსნება დაახლოებით ივნისის შუა რიცხვებში და აქედან გამომდინარე წინასწარ უნდა შევარჩიოთ კადრები. ჯამში იქნება 3 მოლარე-კონსულტანტი.
განრიგი
კვირაში ერთი დღე დასვენება.
ანაზღაურება
ხელზე აღებული 1500 ლარი და ბონუსი ნავაჭრიდან 2%.
უპირატესობები
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- უფასო კვება