მოლარე-კონსულტანტი
ჩამოსასხმელი ლუდის მაღაზია აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. (23-დან 35 წლამდე გოგონა)
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის #51ა
სამუშაო გრაფიკი: 11:30-22:30 (2 დღე მუშაობა-2 დღე დასვენება)
ანაზღაურება: დღიურად 60 ლარი (ხელზე)
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა,პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ლუდის ჩამოსხმა;
- სალაროსთან მუშაობა და გადახდების მიღება;
- პროდუქციის თაროებზე სწორად განთავსება და მარაგების კონტროლი;
- ფასების იარლიყების სწორად განთავსება;
- მაღაზიის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
- კომპანიის მომსახურების სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სალარო პროგრამა Optimo-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- რომელიმე უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- პუნქტუალურობა.