მოლარე-კონსულტანტი — კაფელის სახლი

კაფელის სახლი

მოლარე-კონსულტანტი

₾2000 ახალი Tbilisi · ადგილზე სრული განაკვეთი
მაღაზია "კაფელის სახლი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობა: კერამიკული ფილების, სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია.
ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი 1300 - 2000 ლარი.

სამუშაო ადგილი: საბურთალო, ქავთარაძის ქუჩა #28/30, მაღაზია "კაფელის სახლი"
სამუშაო დღეები: კვირაში ხუთი დღე
სამუშაო საათები: 10:00 -19:00

სამსახურებრივი მოვალეობა: სალარო აპარატთან მუშაობა, კლიენტების კონსულტაცია პროდუქციის შესახებ და სარეალიზაციო დოკუმენტაციის გაფორმება საგამოფენო დარბაზში.

უპირატესობა მიენიჭება სალაროსთან მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატურას.

აუცილებელი მოთხოვნები: კომპიუტერული საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით, Excel) ცოდნა.

კარიერული ზრდის პერსპექტივა: ა) გაყიდვების მენეჯერი, ბ) შესყიდვების მენეჯერი (უმაღლესი განათლებისა და რუსული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობის შემთხვევაში).

პიროვნული თვისებები: კომუნიკაბელურობა, ანალიტიკური აზროვნება, ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი, დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

რეზიუმე - სავალდებულოა ქართულ ენაზე, სასურველია ფოტოსურათით.

საკონტაქტო პირი:

ელ.ფოსტა:
ვებ გვერდი http://www.peaniltd.com