მოლარე-კონსულტანტი — მარგიო

მარგიო

მოლარე-კონსულტანტი

₾1200 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიათა ქსელი "მარგიო" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე, ბახტრიონის ფილიალში.

სამუშაო პირობები:
  • ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ბახტრიონის N12
  • ანაზღაურება: 1200 ლარი
  • გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე: 5 დღე - დღეში 7 საათი, 1 დღე - სრული სამუშაო დღე. კვირაში 1 დღე - დასვენება.
კომპანიის შესახებ:

"საწყობი" არის თანამედროვე საცალო ქსელი, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ბრენდებსა და ხარისხიან პროდუქციას ერთ სივრცეში. ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ კომფორტული, სწრაფი და სასიამოვნო ყიდვის გამოცდილება, ხელმისაწვდომ ფასებთან ერთად.

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის, სწრაფი და ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფა;
  • სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წესების სრული დაცვით წარმოება;
  • პროდუქციის განთავსება და მოწესრიგება სავაჭრო სივრცეში;
  • შეკვეთების პროგრამული ფორმირება.
პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შრომისმოყვარეობა.