მოლარე-კონსულტანტი — Islands Group

Islands Group

მოლარე-კონსულტანტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანიის შესახებ:

"Islands Group" ავითარებს საცალო ვაჭრობის მიმართულებას და ვარკეთილი მოლში ახალ სავაჭრო ობიექტებს ხსნის.

კომპანია ეძებს პასუხისმგებლობიან და კომუნიკაბელურ მოლარე-კონსულტანტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებელთა ხარისხიან მომსახურებას, პროდუქციის გაყიდვასა და სავაჭრო ობიექტების ყოველდღიურ გამართულ მუშაობას.

სამუშაოს აღწერა:

  • მომხმარებელთა კონსულტაცია და ხარისხიანი მომსახურება;
  • პროდუქციის წარდგენა და გაყიდვა;
  • სალაროსა და POS-ტერმინალის მართვა;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების განხორციელება;
  • გაყიდვების აღრიცხვა და სალაროს ნაშთის კონტროლი;
  • პროდუქციის მიღება, განთავსება და სავაჭრო მარაგების მოწესრიგება;
  • სავაჭრო სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა;
  • სავაჭრო ობიექტის გახსნისა და დახურვის პროცედურების შესრულება.

სამუშაო გრაფიკი:

სამუშაო გრაფიკი მოიცავს 6-საათიან ცვლებს:

  • დილის ცვლა: 10:00-16:00;
  • საღამოს ცვლა: 16:00-22:00.

ცვლები თანამშრომლებს შორის ნაწილდება მონაცვლეობითი გრაფიკით. საშუალო სამუშაო დატვირთვა შეადგენს კვირაში 28 საათს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გამართული კომუნიკაციისა და მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი;
  • პასუხისმგებლობიანი და ორგანიზებული დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ;
  • ყურადღებიანობა და სიზუსტე ფინანსური ოპერაციების შესრულებისას;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისებისა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
  • გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა სავალდებულო არ არის.

პიროვნული თვისებები:

ვეძებთ პუნქტუალურ, კეთილსინდისიერ და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლებს, რომლებსაც შეუძლიათ მომხმარებლებთან თავაზიანი კომუნიკაცია, სამუშაო პროცესის ორგანიზებულად წარმართვა და პასუხისმგებლობის აღება დაკისრებულ მოვალეობებზე.

ანაზღაურება: პოზიცია ითვალისწინებს ფიქსირებულ ანაზღაურებასა და გაყიდვების შედეგებზე დაფუძნებულ საბონუსე სისტემას.

რას გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • მოქნილ, ცვლებში განაწილებულ სამუშაო გრაფიკს;
  • სამუშაოს დაწყებამდე შესაბამის ტრენინგს;
  • პროფესიული უნარების განვითარებისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.