მოლარე-კონსულტანტი — Palais des Thés Georgia

Palais des Thés Georgia — ლოგო
Palais des Thés Georgia

მოლარე-კონსულტანტი

₾1050 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Palais des Thes არის ჩაის კომპანია, რომელიც 1987 წელს დაარსდა საფრანგეთში.

მსოფლიო მასშტაბით ბრენდს აქვს 100-მდე მაღაზია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ჩაისა და ჩაის აქსესუარებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ჩვენი კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

"Palais des Thes" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: სითი მოლი საბურთალო; აქსის თაუერსის სავაჭრო სივრცე, ვაკე
  • სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით, კვირაში 40 საათი 1 დღე დასვენება.
  • ძირითადი ხელფასი: 1050 ლარი ასევე ბონუსები.
  • კომპანიაში დასაქმებული პირები სარგებლობენ ჯანმრთელობის დაზღვევით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო ან უმაღლესი განათლება.
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
  • სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები/თვისებები:

  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა.
  • კომუნიკაბელურობა და გამართული მეტყველება.
  • მომსახურების ხარისხზე ორიენტირება.
  • გუნდური მუშაობის უნარი.

მოვალეობები:

  • ბრენდის და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა.
  • მომხმარებელს გაუწიოს კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევაში და გადაწყვეტილების მიღებაში. საჭიროებისამებრ ჩაის დეგუსტაციის ჩატარება.
  • სალაროსთან და პროგრამასთან მუშაობა. სალაროს წარმოება და კონტროლი, თანხის დათვლა.
  • მაღაზიის ინტერიერისა და სისუფთავის კონტროლი.

შერჩევის ეტაპები:

  • გასაუბრება
  • გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ 2 კვირიანი ტრენინგი. (სტაჟირება ანაზღაურებადია)

2026 წლის 30 ოქტომბრამდე.