მოლარე-კონსულტანტი
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი, კარკასული აუზების INTEX & BESTWAY - ის ოფიციალური დილერი საქართველოში- "Happy day . ჰეფი დეი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე, საბურთალოს ( ცინცაძის N39) ფილიალში.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლის პროფესიონალური კონსულტაცია და მომსახურება.
- სალარო ოპერაციების სწორად და ზუსტად შესრულება.
- პროდუქციის მიღება და სწორად განთავსება.
- სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- პასუხისმებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა.
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
- ახალ გარემოსთან ადაპტაციის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და მეგობრულ გარემოს.
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
- ანაზღაურება დღიურად.
- მცოცავი სამუშაო გრაფიკი.
- თანამშრომლებისთვის სპეციალურ ფასდაკლებებს კომპანიის პროდუქციაზე.
- ჯანმრთელობის დაზღვევას.