მოლარე-კონსულტანტი — BergHOFF

BergHOFF — ლოგო
BergHOFF

მოლარე-კონსულტანტი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

საფირმო მაღაზიათა ქსელი "BergHOFF" ეძებს საკუთარი გუნდისთვის აქტიურ, კომუნიკაბელურ და მიზანდასახულ თანამშრომელს მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქავთარაძის #1, სავაჭრო ცენტრი სითი მოლი.

შენ გელოდება საინტერესო სამსახური და დიდი შესაძლებლობები!

შენ იდეალურად გვერგები, თუ:

  • ცხოვრობ აქტიური ცხოვრების წესით;
  • ფლობ კარგ კომუნიკაბელურ უნარ-ჩვევებს, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა;
  • გულწრფელად უდგები ყველა მყიდველს და მათ მოთხოვნებს;
  • ინგლისური ენა სასაუბრო დონეზე აუცილებელია;
  • მზად ხარ მიიღო ახალი ცოდნა, გაიზარდო და განვითარდე ჩვენს ქსელთან ერთად;

არ არის აუცილებელი, მაგრამ უპირატესობას მოგანიჭებს, თუ:

  • გააჩნია გამოცდილება გაყიდვებში;
  • გიზიდავს კულინარია;

ჩვენთან შენ შეძლებ:

  • მიიღო კონკურენტუნარიანი ხელფასი და პრემიები ზუსტად განსაზღვრულ დროსა და რიცხვში;
  • იმუშაო კომფორტული გრაფიკით;
  • იმუშაო ქალაქის ხარისხიან და პრესტიჟულ სავაჭრო ცენტრებში, ლამაზ და თანამედროვე მაღაზიებში და, რაც მთავარია, ხარისხიან პროდუქციასთან;
  • მიიღო შესაძლებლობა გაიზარდო კარიერულად და მართო მაღაზია!

ანაზღაურება: 1500 ლარიდან;

ასევე გვაქვს მოქნილი საბონუსე სისტემა, რაც საგრძნობლად ზრდის შემოსავალს.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.