მოლარე-კონსულტანტი — შაომის ავტორიზებული მისთორი

შაომის ავტორიზებული მისთორი — ლოგო
შაომის ავტორიზებული მისთორი

მოლარე-კონსულტანტი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

შაომის ავტორიზებული მისთორი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე

შემოგვიერთდი Itechnics-ის გუნდში! (თბილისი, ბათუმი)

ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, ვისაც უყვარს ტექნიკა, სმარტფონები და ჭკვიანი მოწყობილობები

თუ გაინტერესებს, როგორ მუშაობს ყველაფერი და გინდა ეს სიყვარული სხვებსაც გაუზიარო, დანარჩენს ჩვენ გასწავლით!

რას გპირდებით?

  • მეგობრულ გუნდს და ჯანსაღ სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს ყოველთვის ვეხმარებით;
  • 50%-მდე ფასდაკლებას ჩვენს მაღაზიებში;
  • საინტერესო ტრენინგებს და გუნდურ თიმბილდინგებს;
  • კარიერულ ზრდას და პროფესიულ განვითარებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევასა და Fitpass-ს, რომ ენერგია მუდამ გქონდეს.

რა გელის სამსახურში?

  • მომხმარებლების დახმარება და მათთვის სწორი პროდუქტის შერჩევა;
  • ტექნიკის ცოდნის გაზიარება (მაგრამ ნუ იდარდებ, ყველაფერს ეტაპობრივად გასწავლით!);
  • სალარო ოპერაციები
  • Itechnics-ის სტანდარტების დაცვა და გუნდთან ერთად შედეგის მიღწევა.

ვის ვეძებთ?

  • პოზიტიურ და ენერგიულ ადამიანს;
  • კომუნიკაბელურს და გუნდურ მოთამაშეს;
  • იმას, ვისაც მოსწონს სწავლა და ახალი გამოწვევები;
  • გაყიდვებზე ორიენტირებულს (ან უბრალოდ იმ ადამიანს, ვინც მზად არის ისწავლოს).

სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი;
  • კვირაში 2 დღე დასვენება გექნება;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + გაყიდვების ბონუსი (საშუალოდ 1200–2000₾).

მოკლედ: მთავარია გიყვარდეს ტექნოლოგიები და გინდოდეს განვითარება — Itechnics-ში შენგან აუცილებლად გავზრდით ნამდვილ პროფესიონალს!

უპირატესობები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ფასდაკლებები ჩვენს ან პარტნიორ კომპანიებში
  • ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
  • ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები