მოლარე-კონსულტანტი
"მუსიკის სახლი" არის მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია, რომელიც 20 წელია პოზიციონირებს ადგილობრივ ბაზარზე და ამ დროისათვის 3 ფილიალის სახით არის წარმოდგენილი თბილისსა და ბათუმში. მაღაზია წლებია წარმატებულად თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვან ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Casio, Roland, Gibson, GEWA, Orla, Fender, Alhambra, Ibanez, SHURE, Pioneer DJ, PreSonus, Marshall, Meinl, Tama და სხვა. ჩვენთან ასევე წარმოდგენილია პროფესიონალური განათებისა და გახმოვანების აპარატურა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია როგორც კაფე-ბარებისა და კლუბების, ისე საკონცერტო და თეატრალური დარბაზების აღჭურვა.
პოზიცია: მოლარე-კონსულტანტი
ლოკაცია: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი - ცვლები
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-19:00, შაბათი-კვირა: 11:00-19:00
ვის ვეძებთ?
"მუსიკის სახლი" ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და მოტივირებულ მოლარე-კონსულტანტს, რომელიც მზადაა გაუწიოს მომხმარებელს მაღალი დონის მომსახურება, დაეხმაროს სასურველი ინსტრუმენტისა და ტექნიკის შერჩევაში და უზრუნველყოს გაყიდვისა და ანგარიშსწორების პროცესის სრულყოფილი წარმართვა. თუ ხარ პასუხისმგებლობიანი, გიყვარს მუსიკა და დეტალებზე ორიენტირებული ხარ - ეს ვაკანსია შენთვისაა!
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, პროდუქციის მახასიათებლების გაცნობა და სწორი შერჩევა;
- გაყიდვის ოპერაციების შესრულება და სალარო პროცესების სრული მართვა (ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება, საბანკო ტერმინალებითა და სალარო აპარატით სარგებლობა);
- სალარო დოკუმენტაციის, ჩეკებისა და ინვოისების სწორად წარმოება/აღრიცხვა;
- გაყიდვების პროცესის მართვა (კონსულტაციიდან პროდუქტის შეფუთვასა და ჩაბარებამდე);
- სავაჭრო დარბაზში პროდუქციის განლაგების, ფასმაჩვენებლების სიზუსტისა და წესრიგის კონტროლი;
- მარაგების მიღებაში, დასაწყობებასა და ინვენტარიზაციის/აღწერის პროცესში მონაწილეობა.
მოთხოვნები და საკვალიფიკაციო უნარები:
- სალაროსთან ან სავაჭრო პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- გამართული კომუნიკაციის, თავაზიანი მომსახურებისა და ეფექტური გაყიდვების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
- ციფრებთან, ანგარიშსწორებასთან და დეტალებთან ყურადღებით მუშაობის უნარი;
- სასურველია ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა;
- მუსიკალური განათლება, ინსტრუმენტზე დაკვრის გამოცდილება ან მუსიკალური ინტერესები ჩაითვლება დიდ უპირატესობად.
რას გთავაზობთ?
- სტაბილურ ანაზღაურებას + ბონუსს გაყიდვებიდან;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ფიტპასს (FitPass);
- ტრენინგებს მუსიკალურ პროდუქციასა და საოპერაციო სისტემებში;
- მეგობრულ, კომფორტულ და მუსიკალურ სამუშაო გარემოს;
- კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.