მოლარე-კონსულტანტი — ასორტი

ასორტი — ლოგო
ასორტი

მოლარე-კონსულტანტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ასორტი" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა.

თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ.

კომპანია "ასორტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალო

სამუშაო განაკვეთი: სრული, დინამიკური გრაფიკი

ძირითადი ფუნქციები:

  • ფილიალში მომხმარებლის მომსახურება და სალარო ოპერაციების წარმოება;
  • მომხმარებელთა ინფორმირება პროდუქციის ასორტიმენტთან, შიგთავსთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, მათთვის მომსახურების გაწევა კომპანიაში მოქმედი "მომსახურების ხარისხის სტანდარტის" შესაბამისად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული მახასიათებლები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლიანობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ ანაზღაურებას + ბონუსს;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას.