მოლარე-კონსულტანტი — კოსმო

კოსმო

მოლარე-კონსულტანტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Cosmo 2015 წლიდან ქმნის ტყავის ხელნაკეთ ჩანთებსა და აქსესუარებს, რომლებიც თანამედროვე დიზაინს, თემატურობას, ოსტატურ ხელსაქმესა და პერსონალიზაციას აერთიანებს.

დღეს კოსმოს აქვს 11 ფილიალი, 100-ზე მეტი თანამშრომელი და მზარდი გუნდი, საკუთარი საწარმო და უნიკალური "ღია სახელოსნოს" კონცეფცია. "ღია სახელოსნო" — ეს არის შემოქმედების, ხელოვნების, ინოვაციისა და ადამიანებზე ზრუნვის გარშემო შექმნილი სივრცე. აქ შოურუმი და სახელოსნოს ცოცხალი რიტმი ერთიან ატმოსფეროს ქმნის — თვალს ადევნებ მთელ იმ გზას, რომელსაც მასალა საბოლოო სახის მიღებამდე გადის.

ჩვენ გვჯერა, რომ ქართულ ბრენდებს ვაშენებთ თითოეული გუნდის წევრი. სწორედ ამიტომ, ვეძებთ პოზიტიურ, მონდომებულ ადამიანებს მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე სამუშაოდ, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი საკვანძო პოზიცია ბრენდსა და მომხმარებელს შორის სწორი და ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად.

სასურველია იყოს სტუდენტი:

სამუშაო ადგილი — თბილისი

სამუშაო გრაფიკი — სტუდენტებზე მორგებული

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა, კოსმოს სტანდარტების შესაბამისად, გუნდის წევრებთან ერთად. მის განვითარებაზე ზრუნვა;
  • დადგენილი KPI-ების შესრულება გუნდთან ერთად, ყველა მათგანის შესრულებაზე მუშაობა;
  • პროდუქციის მუდმივად მოწესრიგებულად განთავსება გუნდის წევრებთან ერთად;
  • მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება აქტიური კომუნიკაციის გზით და განვითარებაზე ზრუნვა.

პიროვნული თვისებები:

  • ენერგიული;
  • მიზანდასახული;
  • კრეატიული;
  • გაწონასწორებული;
  • პოზიტიური აზროვნების უნარი;
  • ტექნიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ინფორმაციის ოპერატიულად მოძიების უნარი;
  • შემოქმედებითობა და ინიციატივის გამოვლენის უნარი;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
  • მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
  • იდეების მხარდაჭერას.

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 30.08.2026

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ