მოლარე-კონსულტანტი — H&M

samushao.ge
H&M — ლოგო
H&M

მოლარე-კონსულტანტი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

H&M აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

20 საათიანი გრაფიკი – 980₾ თვიური გროსი, 30 საათიანი გრაფიკი – 1470₾ თვიური გროსი.

H&M-ში გაყიდვების მრჩეველს (Sales Advisor) მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მომხმარებლისთვის უნიკალური გამოცდილების შექმნის პროცესში. გაყიდვების მრჩეველი ესალმება მომხმარებლებს, უძღვება მათ მაღაზიაში და ეხმარება საჭირო პროდუქტის არჩევაში, ამასთანავე, წარმოაჩენს ჩვენს ასორტიმენტს. კომპანიის ღირებულებების შესაბამისად მოქმედებით, გაყიდვების მრჩეველი ხელს უწყობს როგორც საკუთარ წარმატებას, ასევე კომპანიის განვითარებას.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • მომხმარებლებისთვის მოდისა და პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გაზიარება, სწორი არჩევანის გასაკეთებლად;
  • გუნდთან თანამშრომლობა, მომხმარებლისთვის, ყოველი ვიზიტისას მაღაზიაში საუკეთესო მომსახურების გაწევა;
  • უზრუნველყოფა, რომ სავაჭრო სივრცე და საწყობი იყოს მოწესრიგებული, მომარაგებული და მიმზიდველი.
  • გუნდური მუშაობა მაღაზიის გახსნისა და დახურვის პროცესში.
  • მომხმარებელთან ურთიერთობისას, როგორც საკუთარი თავის, ასევე ბრენდის დადებითად წარმოჩენა.

მოთხოვნები:

  • გატაცებულები არიან მოდით და შეუძლიათ მაღაზიებში განსაკუთრებული გამოცდილების შექმნა ჩვენი პროდუქციის პოპულარიზაციისა და გაყიდვების გაზრდის მიზნით;
  • მიისწრაფვიან დინამიური და გუნდური გარემოსკენ.
  • არიან პასუხისმგებლიანები, კომუნიკაბელურები, კრეატიულები, ცნობისმოყვარეები და აქვთ სწავლისა და განვითარების სურვილი.

ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც…

  • გატაცებულები არიან მოდით და შეუძლიათ მაღაზიებში განსაკუთრებული გამოცდილების შექმნა ჩვენი პროდუქციის პოპულარიზაციისა და გაყიდვების გაზრდის მიზნით;
  • მიისწრაფვიან დინამიური და გუნდური გარემოსკენ.
  • არიან პასუხისმგებლიანები, კომუნიკაბელურები, კრეატიულები, ცნობისმოყვარეები და აქვთ სწავლისა და განვითარების სურვილი.

ვინ ვართ ჩვენ

H&M ჯგუფი გლობალური კომპანიაა, რომელიც აერთიანებს მოდის ძლიერ ბრენდებსა და ინოვაციურ პროექტებს. ჩვენი მიზანია დავამტკიცოთ, რომ არ არსებობს კომპრომისი განსაკუთრებულ დიზაინს, ხელმისაწვდომ ფასსა და მდგრად გადაწყვეტილებებს შორის. ჩვენ გვსურს გავხადოთ მოდა ყველასთვის ხელმისაწვდომი, ჩვენი მომხმარებლები კი თავს მნიშვნელოვნად იგრძნობს. ჩვენ ვაერთიანებთ ათასობით ნიჭიერ კოლეგას, რომლებიც ჩვენს საერთო კულტურასა და ღირებულებებს იზიარებენ. გვსურს გამოვიყენოთ ჩვენი ძალა, მასშტაბები და ცოდნა, საიმისოდ რომ მოდის ინდუსტრიას უფრო ინკლუზიური და მდგრადი მომავლისკენ ვუბიძგოთ.

რატომ შეგიყვარდებათ ჩვენთან მუშაობა?

H&M ჯგუფში ვამაყობთ, რომ წარმოვადგენთ დინამიურ და მეგობრულ კომპანიას. თანამშრომლებს ვთავაზობთ მიმზიდველ სამუშაო პირობებსა და განვითარების ფართო შესაძლებლობებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

სარგებელი:

  • თანამშრომლის პერსონალური ფასდაკლება;
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • H&M Incentive Program (HIP);
  • მე-13 ხელფასი;
  • საქორწინო შვებულება;
  • დედის ან მამის დეკრეტული შვებულება;
  • საჩუქარი შვილის დაბადებისას;
  • საპენსიო ჯილდო;
  • საიუბილეო შვებულება;
  • შიდა ტრენინგისა და ადაპტაციის ფართო პროგრამა;
  • კომპანიაში კარიერული ზრდის შესაძლებლობა (ჩვენი რეკრუტინგის პროცესების 70%-ზე მეტი კომპანიის შიგნით მიმდინარეობს)

სამუშაო გრაფიკი:

  • 20 საათიანი გრაფიკი
  • 30 საათიანი გრაფიკი

ადგილმდებარეობა:

  • Galeria Tbilisi
  • East Point
  • Saburtalo City Mall

გამორჩეული უპირატესობები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ფასდაკლებები ჩვენს ან პარტნიორ კომპანიებში

დამატებითი ინფორმაცია:

H&M ჯგუფში ვამაყობთ, რომ წარმოვადგენთ დინამიურ და მეგობრულ კომპანიას. თანამშრომლებს ვთავაზობთ მიმზიდველ სამუშაო პირობებსა და განვითარების ფართო შესაძლებლობებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ჩვენი უნიკალურობა ინკლუზიური და კოლაბორაციული კულტურადან მოდის. ძლიერი ღირებულებები ჩვენი სავიზიტო ბარათია. ყველაზე მეტი წილი ეკუთვნის ჩვენს კოლეგებს, სწორედ ისინი გვაქცევენ ისეთებად, როგორებიც ვართ. გადადგი კარიერული ნაბიჯი წინ, ჩვენთან ერთად. შენი მოგზაურობა იწყება აქ:

ამ პოზიციის დაწყების თარიღი 2026 წლის ივლისია.

ჩვენ მივყვებით დასაქმების პროცესს, რომელიც სამართლიანობასა და კომპეტენციაზეა დაფუძნებული. ამიტომ გთხოვთ, არ დაურთოთ სამოტივაციო წერილი თქვენს განაცხადს.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ