მოლარე-კონსულტანტი
შპს "Aroma King"-ი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
"არომა ქინგი" არის იმპორტიორი კომპანია, რომელიც 2020 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანია ეწევა ელექტრო სიგარეტების, ნიკოტინის ბალიშების, ჩილიმის თამბაქოსა და მოწევისათვის საჭირო აქსესუარების რეალიზაციას, როგორიცაა ფილტრები, გასახვევი ქაღალდები, კარტრიჯები და სხვა.
სამუშაო ადგილი: ლოკაცია არჩევით - მერაბ კოსტავას N23 (რუსთაველის მეტროს მიმდებარედ), დავით გურამიშვილის გამზირი (ღრმაღელის მეტროს მიმდებარედ), ნავთლუღის N 6/2 (ისნის მეტროს მიმდებარედ), ილია ვეკუას N29 (გლდანი მოლის მოპირდაპირედ).
სამუშაო გრაფიკი: 10:00-22:00; მცოცავი გრაფიკი-თვეში 15 სამუშაო დღე.
ანაზღაურება: ფიქსირებული 1050 ლარი + ბონუსი (გეგმის შესრულების მიხედვით)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქციის განლაგება და მოწესრიგება
- მომხმარებლის მომსახურება და კონსულტაცია - პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, დახმარება არჩევანის გაკეთებაში
- პროდუქციის რეალიზაცია
- სალაროსთან მუშაობა - თანხის მიღება, გადახდების დამუშავება (ნაღდი/ბარათი), ჩეკის გაცემა.
- ნაშთებისა და მარაგის კონტროლი
ძირითადი მოთხოვნები:
- უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
- სასურველია გაყიდვების პროგრამა - OPTIMO-ში მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები:
- პუნქტუალურობა
- კომუნიკაბელურობა
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა