მოლარე- გურჯაანი — ქართული კრედიტი

ქართული კრედიტი — ლოგო
ქართული კრედიტი

მოლარე- გურჯაანი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს მისო "ქართული კრედიტი" დაფუძნდა 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე. დღეისათვის "ქართული კრედიტი" საფინანსო მომსახურებას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს / საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მისო "ქართული კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე:

თანამდებობა: მოლარე

ადგილმდებარეობა: გურჯაანის ფილიალი

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადა: 25 ივნისი, 2026 წელი

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სალაროს გახსნა შესაბამისი ინსტრუქციის მიხედვით;
  • მომხმარებლების საკასო და საოპერაციო მომსახურება;
  • მარტივი სესხის გაცემა და შესაბამისი პროცედურების შესრულება;
  • დღის ბოლოს სალაროს ნაშთის გადათვლა და პროგრამულ ბალანსთან შედარება, დანაკლისი/ზედმეტობის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი აქტის შედგენა და ბუღალტრული გატარებები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების განხრით;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე ფინანსურ ორგანიზაციაში;
  • აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება და პროფესიული ეთიკა.
პოზიციის პირობები:
  • ანაზღაურება - ყოველთვიური+ბონუსი;
  • კორპორატიული ნომერი;
  • სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-17:30 საათამდე.