მოლარე- ჭიათურა
კომპანია "მარსი", რომელიც აზარტული თამაშების ბაზარზე "კრისტალბეთის" სახელით ოპერირებს აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე სალაროში სამუშაოდ.
ადგილმდებარეობა: ჭიათურა
სამუშაო გრაფიკი: არასტანდარტული, 11:00-21:00
ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებელთა ეფექტური, თავაზიანი და სწრაფი მომსახურება;
- ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
- მომხმარებელ (ებ)ისთვის სალარო მომსახურების გაწევა.
მოთხოვნები:
- საოფისე პროგრამების ცოდნა (სასურველია);
- ინფორმაციის ელექტრონულად შეყვანისა და სწრაფად ბეჭდვის უნარი (სასურველია);
- ქართული ენის ცოდნა;
- რუსული ან/და ინგლისური ენების საბაზისო დონეზე ცოდნა (სასურველია);
- სხარტი აზროვნება და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
- სწრაფად ადაპტირების უნარი;
- პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- მოლარე-ოპერატორად მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
შპს "მარსის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ:
- ეთანხმებით, რომ შპს "მარსი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები.
- ანიჭებთ შპს "მარსს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების ან/და საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულების მიზნით.
- გაცნობებთ, რომ ნებისმიერ დროს უფლება გაქვთ გამოიხმოთ დამუშავებაზე გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ შევწყვეტთ მონაცემთა დამუშავებას ან/და წავშლით/ გავანადგურებთ დამუშავებულ მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
- დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე შპს "მარსი" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს (CV) და კომპანიაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.