მოლარე
"აგროჰაბი" არის აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში, რომელიც 2016 წელს გაიხსნა. პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს.
"აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებელთან ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება პროდუქციის შესყიდვის პროცესში;
- მომხმარებლის კმაყოფილების შენარჩუნება;
- გუნდური მუშაობა.
გთავაზობთ:
- მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
- კომფორტული და პოზიტიური სამუშაო გარემო;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
- ანაზღაურება 950 ლარიდან +ბონუსი;
- სწავლის დაფინანსება წლიურად 1000 ლარის ოდენობით;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კვებაზე ფასდაკლება;
- ღამის საათებში მეტრომდე ტრანსპორტირება.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო:
ინფორმაცია - შპს "აგროჰაბი"
მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;
მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "აგროჰაბის" ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა; კანდიდატის შერჩევის მიმდინარე პროცესთან დაკავშირებული მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში CV დამატებით შეიძლება შენახულ იქნეს 1 (ერთი) წლის ვადით სამომავლო ვაკანსიებზე განხილვის მიზნით.
ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ
- მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
- მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
- მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
- მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
- წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
- მონაცემთა გადატანის უფლება;
- ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
- თანხმობის გამოხმობის უფლება;
- გასაჩივრების უფლება.
შპს "აგროჰაბი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.