მოლარე
კომპანია "გუდვილი" 2004 წლიდან ქართული საცალო ბაზრის ლიდერი ბრენდია. "გუდვილი" პროდუქტის ასორტიმენტისა და რეალიზაციის ზრდასთან ერთად საკუთარ წარმოებებსაც აფართოებს. კომპანიის მთავარი ამოცანა ინოვაციების, ახალი პროდუქტების, მომხმარებელზე ორიენტირებული პროექტების, ახალი ბიზნეს იდეების შეთავაზებაა. მაღალკვალიფიციური და მოტივირებული პერსონალი მუდამ ზრუნავს მომხმარებლის კმაყოფილებაზე.
კომპანია "გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე. გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
ძირითადი მოვალეობები:
- ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების განხორციელება;
- სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
- მომხმარებლისათვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა
ძირითადი მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში, 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე;
- ანაზღაურება: საათობრივი, თვეში მინიმუმ 900-1000 ლარიდან + ეფექტური საბონუსე სისტემა;
- ლოკაცია: საბურთალო, საგურამო, ვაკე, კრწანისი, ოქროყანა, ბათუმი;
- ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- გუდვილის ფასდაკლების ბარათს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;
- Fitpass ბარათს.
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ფასდაკლებები ჩვენს ან პარტნიორ კომპანიებში