მოლარე
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს მისო „ქართული კრედიტი“ დაფუძნდა 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე. დღეისათვის „ქართული კრედიტი“ საფინანსო მომსახურებას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს / საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მისო „ქართული კრედიტი“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე:
თანამდებობა: მოლარე
ადგილმდებარეობა: გურჯაანის ფილიალი
რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადა: 25 ივნისი, 2026 წელი
ფუნქცია-მოვალეობები:
- სალაროს გახსნა შესაბამისი ინსტრუქციის მიხედვით;
- მომხმარებლების საკასო და საოპერაციო მომსახურება;
- მარტივი სესხის გაცემა და შესაბამისი პროცედურების შესრულება;
- დღის ბოლოს სალაროს ნაშთის გადათვლა და პროგრამულ ბალანსთან შედარება, დანაკლისი/ზედმეტობის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი აქტის შედგენა და ბუღალტრული გატარებები;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების განხრით;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე ფინანსურ ორგანიზაციაში;
- აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
აუცილებელი უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება და პროფესიული ეთიკა.
პოზიციის პირობები:
- ანაზღაურება: ყოველთვიური+ბონუსი;
- კორპორატიული ნომერი;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-17:30 საათამდე.