მოლარე — ხინკილა

ხინკილა

მოლარე

₾1300 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"აი სი არ ფუდ ენდ ბევერეჯ" საერთაშორისო კომპანია "აი სი არ"-ის ნაწილია და ქართულ ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს. კომპანიის პორტფოლიოში შედის პოპულარული ბრენდები: ქართული რესტორანი "ტაბლა" და მისი ქვებრენდი "ხინკილა", იტალიური რესტორანი "პომოდორისიმო" და მისი ქვე-ბრენდი "პანუოცო", ღონისძიებების კვების მომსახურების კომპანია "ICR ქეითერინგი" და კულინარიული მასტერკლასების ორგანიზატორი სივრცე "Food Lab". კომპანია მუდმივად ვითარდება და ეხმიანება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ტრენდებს, რაც მას საშუალებას აძლევს, დაიკავოს წამყვანი პოზიცია ქართული კვების ინდუსტრიაში.

"ხინკილა" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.

მის: ქ. თბილისი, ც.დადიანის 7 სავაჭრო ცენტრი "ქარვასლა"

პირობები:

  • ფიქსირებული ანაზღაურება - 1300 ლარი (Net);
  • გრაფიკი არჩევითი 5/2-ზე;
  • ანაზღაურებადი შვებულება 4 თვის შემდგომ;
  • კვებისა და ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
  • Fitpass;
  • დაზღვევა;
  • პროფესიული ზრდის და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სალარო ოპერაციების შესრულება;
  • ონლაინ პლატფორმაზე შემოსული შეკვეთების დროული მიღება და მიწოდებისთვის მზადყოფნაში მოყვანა;
  • დელივერი კურიერთან შეკვეთების დროული გადაცემა და მონიტორინგი;
  • საჭიროების შემთხვევაში შეკვეთასთან დაკავშირებული დეტალების მომხმარებელთან დაზუსტება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.