მოლარე
ევროპროდუქტი 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და წამყვანი ევროპული ბრენდების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია. კომპანიის პორტფოლიოში წარმოდგენილია 150-მდე ექსკლუზიური საერთაშორისო ბრენდი, მათ შორის: Valio, Frico, Elpozo, Ritter Sport, Bottega, Dardanel, Beretta, Zucchi, Granarolo, Piccini და სხვა. ევროპროდუქტი წარმოდგენილია 42 ბრენდული მარკეტით თბილისსა და რეგიონებში.
შპს „ევროპროდუქტი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაო გრაფიკი: 7.5 საათიანი განაკვეთი ცვლებში, (კვირაში 6 დღე - 40 საათი, 1 სთ შესვენება);
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი + სტაჟი;
ჩვენ გთავაზობთ:
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- ანაზღაურებად სტაჟირებას;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- დასვენების დღის არჩევის შესაძლებლობას;
- ტრანსპორტირებას გარკვეულ ფილიალებში.
რისი გაკეთება მოგიწევთ:
- პროცედურების სრული დაცვით სალარო ოპერაციების წარმოება;
- მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, პროდუქტის პრეზენტაცია;
- მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა;
- გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.