მოლარე — აი სი არ ფუდ ენდ ბევერეჯ

აი სი არ ფუდ ენდ ბევერეჯ — ლოგო
აი სი არ ფუდ ენდ ბევერეჯ

მოლარე

₾1300 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

აი სი არ ფუდ ენდ ბევერეჯ საერთაშორისო კომპანია "აი სი არ"-ის ნაწილია და ქართულ ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს. კომპანიის პორტფოლიოში შედის პოპულარული ბრენდები: ქართული რესტორანი "ტაბლა", იტალიური რესტორანი "პომოდორისიმო" და მისი ქვე-ბრენდი "პანუოცო", ღონისძიებების კვების მომსახურების კომპანია "ICR ქეითერინგი" და კულინარიული მასტერკლასების ორგანიზატორი სივრცე "Food Lab". კომპანია მუდმივად ვითარდება და ეხმიანება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ტრენდებს, რაც მას საშუალებას აძლევს, დაიკავოს წამყვანი პოზიცია ქართული კვების ინდუსტრიაში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მოლარეს პოზიციაზე.

მის: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი (დიღომი).

პირობები:

  • ფიქსირებული ანაზღაურება - 1200-1300 ლარი (Net);
  • გრაფიკი არჩევითი 2/2-ზე 11:00-23:00 ან 5/2-ზე 11:00-19:00
  • ანაზღაურებადი შვებულება 4 თვის შემდგომ;
  • კვებისა და ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
  • Fitpass;
  • დაზღვევა;
  • პროფესიული ზრდის და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სალარო ოპერაციების შესრულება;
  • ონლაინ პლატფორმაზე შემოსული შეკვეთების დროული მიღება და მიწოდებისთვის მზადყოფნაში მოყვანა;
  • დელივერი კურიერთან შეკვეთების დროული გადაცემა და მონიტორინგი;
  • საჭიროების შემთხვევაში შეკვეთასთან დაკავშირებული დეტალების მომხმარებელთან დაზუსტება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.