მოლარე — თურსა

თურსა

მოლარე

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას მოლარის პოზიციაზე.

მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი #116.

ძირითადი მოვალეობები:

  • გაყიდული პროდუქციის გატარება
  • პროდუქციის რეალიზაციამდე ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
  • მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას პროცედურების სრული დაცვა;
  • სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება.

პიროვნული მახასიათებლები:

  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
  • გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: 9:00-16:00 და 16:00-23:00 მონაცვლეობით;
  • დასვენება: კვირაში 1 დღე;
  • ხელფასი: პირველი თვის განმავლობაში მიიღებს 1050 ლარს, ხოლო 3 თვის შემდგომ - 1200 ლარს;
  • 6 თვის შემდგომ ჯანმრთელობის დაზღვევას უზრუნველყოფს კომპანია;
  • მეცამეტე ხელფასი
  • აღნიშნულ პოზიციაზე შერჩეულ კანდიდატს მიეცემა გამოსაცდელი ვადა 2-3 დღე.

მოთხოვნები:

  • აუცილებელია გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე.
  • სასურველია Apex-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

კომპანიის შესახებ:

შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ