სტარი
მოლარე
₾1000
ახალი
ადგილზე
სრული განაკვეთი
ყველაზე პატარა მარკეტი "სტარი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ათონელის ქ. №29 (დედაენის ბაღთან) ხიდზე.
სამუშაო გრაფიკი:
- დღეგამოშვებით, ცვლებში (თვეში 15 სამუშაო დღე)
- I ცვლა 08:00-20:00 ან II ცვლა 20:00-08:00
ანაზღაურება: 1000 ლარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლის თავაზიანი და ხარისხიანი მომსახურება;
- ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების შესრულება;
- სალაროს გახსნა, დახურვა და ყოველდღიური ანგარიშგების მომზადება;
- გაყიდვების ოპერაციების სწორად ასახვა კომპიუტერულ სისტემაში;
- სალაროს ბალანსის კონტროლი და თანხის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა;
- მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის შესახებ;
- სამუშაო სივრცის სისუფთავისა და კომპანიის სტანდარტების დაცვა.
შემოუერთდით "სტარის" მეგობრულ გუნდს — გელოდებით!