მოძრავი მერჩენდაიზერი საკუთარი ავტომობილით/მოპედით
სადისტრიბუციო კომპანია „დაკო ტრეიდ“ 2013 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წარმოადგენს ისეთ ქართულ და საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: „LA FAMILIA“, „KYKNOS”, “KALAS”, „MELISSA“, „CAPTAIN’S“, „JOTIS“, „CAPRICE“, „PAPADOPOULOS“, „MEGA“, „KALO“ და სხვა.
სადისტრიბუციო კომპანია „დაკო ტრეიდ“ აცხადებს ვაკანსიას: მოძრავი მერჩენდაიზერი საკუთარი ავტომობილით/მოპედით
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით)
ანაზღაურება: 1000 ლარი + საბონუსე სისტემა (2000 ლარამდე)
ვაკანტური უბანი: საბურთალო, ვაკე/ვერა/მთაწმინდა, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, იმერეთი
სათაო ოფისი: ქ. თბილისი, ორხევის დასახლება, თ.ჩანტლაძის ქუჩა
დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა (მე-6 თვიდან)
ძირითადი მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
- პროდუქციის ვადების შემოწმება და FIFO სტანდარტის დაცვის კონტროლი;
- პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება;
- შესრულებული საქმის დროული ანგარიშის წარდგენა შესაბამის დეპარტამენტებთან;
- ტერიტორიაზე პროდუქციის მუდმივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
- პროდუქციის განლაგების შენარჩუნება და მისი გაფართოება სავაჭრო ობიექტებში;
- საჭიროების შემთხვევაში შეკვეთებში მონაწილეობის მიღება;
- სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მერჩენდაიზერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მაგრამ აუცილებელი არაა.
- მართვის მოწმობა-B კატეგორია + საკუთარი ავტომობილი ან მოპედი (სავალდებულოა) კომპანია უზრუნველყოფს საწვავის ლიმიტს (მარშუტის შესაბამისად)
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა