მოძრავი მერჩენდაიზერი- საბურთალო — სანდომი

სანდომი

მოძრავი მერჩენდაიზერი- საბურთალო

₾1100 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით. საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

შპს "ვასაძის პურის" ბრენდი "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას მოძრავი მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქსელურ მარკეტებში (კარფური).

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 კვირაში 5 სამუშაო დღე
  • დასვენება: 2 დღე
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1100 ლარი (+ გეგმასთან მიბმული ბონუსი 400 ლარამდე)
  • სარგებელი: ულიმიტო სამგზავრო ბარათი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის.

ფუნქცია/მოვალეობები:

  • ქსელურ სუპერმაკეტებში კომპანიის ასორტიმენტის თაროებზე სწორი განლაგების უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • პროდუქციის ფასმაჩვენებლების სისწორის კონტროლი და უზრუნველყოფა;
  • FIFO-ს პრინციპის დაცვა და ნაშთების კონტროლი;
  • ობიექტის მენეჯერთან (ან ადმინისტრატორთან) მოლაპარაკების წარმოება და პროდუქციის გაშლა/განლაგების უზრუნველყოფა;
  • მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
  • შეკვეთის სისწორის კონტროლი;
  • ხელმძღვანელთან ანგარიშის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს ან მომიჯნავე სფეროში გამოცდილების ქონა;
  • საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
  • მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
  • Fitpass და კორპორატიულ დაზღვევას.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ