მოძრავი მერჩენდაიზერი- ქუთაისი, იმერეთი
სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას მოძრავი მერჩენდაიზერის პოზიციაზე იმერეთის რეგიონში, საკუთარი ავტომობილით.
კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქუთაისი/იმერეთის რეგიონები
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ.
დასვენება: შაბათი-კვირა
ანაზღაურება: ფიქსირებული 1100 ლარი + ბონუსი 200 ლარი + მანქანის ცვეთა 150 ლარი + საწვავი + ჯანმრთელობის დაზღვევა
აუცილებელია პირადი მსუბუქი ავტომობილის ყოლა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენა, მერჩენდაიზინგის სტანდარტების უზრუნველყოფა
- პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლების განთავსება
- პროდუქციის მახასიათებლების კარგად ცოდნა
- პროდუქციის მუდმივი განახლება, მონიტორინგი, პლანოგრამების დაცვა, ვადებისა და ნაშთების კონტროლი
- საჭიროების შემთხვევაში შეკვეთების გაფორმებაში ჩართულობა