მოძრავი მერჩენდაიზერი- იმერეთი
სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას მოძრავი მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქუთაისში/იმერეთის რეგიონში, საკუთარი ავტომობილით.
კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქუთაისი/იმერეთის რეგიონები
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი. 10:00 - 18:00 სთ.
დასვენება: შაბათი-კვირა.
ანაზღაურება: ფიქსირებული 1100 ლარი + ბონუსი 200 ლარი + მანქანის ცვეთა 150 ლარი + საწვავი + ჯანმრთელობის დაზღვევა.
აუცილებელია პირადი მსუბუქი ავტომობილის ყოლა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენა, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
- პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება;
- პროდუქციის მახასიათებლების კარგად ცოდნა;
- პროდუქციის მუდმივი განახლება, მონიტორინგი. პლაონგრამების დაცვა, ვადების და ნაშთების კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში შეკვეთების გაფორმებაში ჩართულობა.
"წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."