მოძრავი მერჩენდაიზერი — სანდომი

სანდომი

მოძრავი მერჩენდაიზერი

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე, როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით, სრული საქართველოს მასშტაბით.

საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს - "სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი" - მსხვილ საწარმოებს შორის.

"სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია - მომხმარებელზე ორიენტირება, მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 - საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

შპს "ვასაძის პურის" ბრენდი "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას მოძრავი მერჩენდაიზერის (ნიკორა/ლიბრე) პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00-18:00
  • დასვენება: 2 დღე
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი (+ გეგმასთან მიბმული ბონუსი 400 ლარამდე)
  • ულიმიტო სამგზავრო ბარათი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ქსელურ სუპერმარკეტებში კომპანიის ასორტიმენტის თაროებზე სწორი განლაგების უზრუნველყოფა და კონტროლი
  • პროდუქციის ფასმაჩვენებლების სისწორის კონტროლი და უზრუნველყოფა
  • FIFO-ს პრინციპის დაცვა და ნაშთების კონტროლი
  • ობიექტის მენეჯერთან (ან ადმინისტრატორთან) მოლაპარაკების წარმოება და პროდუქციის გაშლა/განლაგების უზრუნველყოფა
  • მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა
  • შეკვეთის სისწორის კონტროლი
  • ხელმძღვანელთან ანგარიშის წარდგენა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს ან მომიჯნავე სფეროში გამოცდილების ქონა
  • საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

  • განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას
  • მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას
  • Fitpass-ს და კორპორატიულ დაზღვევას

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.