მოძრავი მერჩენდაიზერი
სადისტრიბუციო კომპანია "დ&ლ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას მოძრავი მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 6-საათიანი სამუშაო დღე (თავად ირჩევთ დაწყების დროს)
დასვენების დღეები: შაბათი და კვირა
დასაქმებულს სამგზავრო ბარათით უზრუნველყოფს კომპანია.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის კომერციული პოლიტიკის და ასევე სავაჭრო ობიექტებთან თანამშრომლობის პირობების დაცვა;
- საწყობიდან პროდუქციის გამოტანა და თაროებზე განლაგება;
- თაროზე პროდუქციის სათანადოდ წარმოჩენაზე ზრუნვა;
- სავაჭრო წერტილებში პროდუქციის ფასის კონტროლი;
- სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება;
- თაროზე წარმოდგენილი პროდუქციის სასაქონლო სახისა და ვადების კონტროლი;
- მარაგის კონტროლი და საჭიროებისამებრ შევსება/განახლება;
- ხელმძღვანელობისთვის ობიექტზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მუდმივი მიწოდება, რეპორტინგი.
აუცილებელი უნარები:
- ენერგიულობა;
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა.