მოძრავი მერჩენდაიზერი — კომპანია

კომპანია

მოძრავი მერჩენდაიზერი

₾1600 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

მოძრავი მერჩენდაიზერი

კომპანია მოსული აწარმოებს ხარისხიან ხილ-ბოსტნის ნაწარმის შეფუთვას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მომხმარებეს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, კომპანიას ასევე აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი რომელიც პროდუქტს ანაწილებს საქართველოს მაშტაბით.

მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.

ანაზღაურება: 1600 ლარიდან

სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 კვირაში 6 სამუშაო დღე

დასვენება: 1 დღე

მისამართი: ქ. თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ქსელურ სუპერმარკეტებში კომპანიის ასორტიმენტის თაროებზე სწორი განლაგების უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • პროდუქციის ფასმაჩვენებლების სისწორის კონტროლი და უზრუნველყოფა;
  • ობიექტის მენეჯერთან (ან ადმინისტრატორთან) მოლაპარაკების წარმოება და პროდუქციის გაშლა/განლაგების უზრუნველყოფა;
  • მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
  • შეკვეთის სისწორის კონტროლი;
  • ხელმძღვანელთან ანგარიშის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • B ან AM/A კატეგორიის მართვის მოწმობა
  • საკუთარი სატრანსპორტო საშუალება (ავტომობილი ან მოპედი) კომპანია უზრუნველყოფს საწვავის ლიმიტს (მარშუტის შესაბამისად)
  • პასუხისმგებლობა და დისციპლინა
  • მუშაობის გამოცდილება
  • კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი