მოძრავი მერჩენდაიზერი
სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას მოძრავი მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00 - 18:00 სთ ან 10:00 - 17:00 სთ.
დასვენება: შაბათი-კვირა.
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი 100 ლარი + სამგზავრო თანხა თვეში 60 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენა, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
- პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება;
- პროდუქციის მახასიათებლების კარგად ცოდნა;
- პროდუქციის მუდმივი განახლება, მონიტორინგი. პლანოგრამების დაცვა, ვადების და ნაშთების კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში შეკვეთების გაფორმებაში ჩართულობა.