მოდის კონსულტანტი- ისთ ფოინთი — Armani Exchange

Armani Exchange — ლოგო
Armani Exchange

მოდის კონსულტანტი- ისთ ფოინთი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

მსოფლიო მოდის ინდუსტრიის პრემიუმ ბრენდი "Armani Exchange" ისთ ფოინთის ფილიალისთვის ეძებს მოდის კონსულტანტს

პირობები:
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, ისთ ფოინთი;
  • სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე;
  • სამუშაო საათები: 10:00-19:00; 13:00-22:00.
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებელთა მომსახურება ბრენდის სტანდარტების შესაბამისად;
  • პროდუქციის სრულყოფილი პრეზენტაცია, მახასიათებლების გაცნობა და მომხმარებლისთვის შესაბამისად შეთავაზება;
  • სალარო ოპერაციების მართვა POS სისტემის საშუალებით, ნაღდი და უნაღდო გადახდების ზუსტი და გამართული განხორციელება;
  • ყოველდღიური ნაშთების კონტროლი და ანგარიშგება;
  • პროდუქციის მიღება, განთავსება და გაყიდვების დარბაზის მუდმივი წესრიგის უზრუნველყოფა;
  • მაღაზიაში ვიზუალური მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა;
  • გაყიდვების მიზნების შესრულებაში აქტიური მონაწილეობა;
  • მომხმარებელთა უკუკავშირის მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გადაცემა მენეჯერისთვის;
  • გუნდთან თანამშრომლობა და საერთო სამუშაო პროცესებში ჩართულობა.
გამოცდილება, განათლება და უნარები:
  • სასურველია გამოცდილება მოდის საცალო ვაჭრობაში;
  • სალარო სისტემასთან ან POS პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება სასურველია;
  • გამართული ზეპირი კომუნიკაცია და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
  • მომსახურების მაღალი სტანდარტების ფლობა;
  • ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების ცოდნა;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ენის/სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა