მობილური ტექნიკოსი
ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლობიან თანამშრომელს, მობილურ ტექნიკოსს, რომელიც შეძლებს შეკვეთების სრულ ციკლზე მუშაობას — მიღებიდან მომხმარებელთან მიწოდებამდე და ადგილზე მონტაჟამდე. პოზიცია ასევე მოიცავს შესრულებული სამუშაოს ვიდეო დაფიქსირებას და კონტენტის შექმნას TikTok-ისთვის, თანამედროვე და ტრენდული ფორმატით.
ძირითადი მოვალეობები:- შეკვეთების მიღება და პროგრამაში ზუსტად და სწორად ასახვა
- პროდუქციის დროული, უსაფრთხო და ხარისხიანი მიწოდება მომხმარებლამდე ადგილზე პროდუქტის პროფესიონალური მონტაჟი/დამონტაჟება
- მონტაჟის პროცესის ვიდეოგადაღება მობილური მოწყობილობით
- ვიდეოკონტენტის შექმნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად (TikTok ფორმატში)
- გადაღებული მასალის დროული გადაცემა/ატვირთვა მარკეტინგის გუნდთან
- მართვის მოწმობა (აუცილებელია, სამუშაო მოითხოვს გადაადგილებას)
- ტექნიკური უნარები (მონტაჟის გამოცდილება ან სწრაფი ათვისების უნარი)
- GoPro კამერით ვიდეო გადაღებისა და საბაზისო ვიზუალური აღქმის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე და დროის ეფექტური მართვა
- კომუნიკაბელურობა და მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი
- მსგავსი პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- ვიდეო კონტენტის შექმნის გამოცდილება
- TikTok-ზე სოციალური მედიის ტენდენციების ცოდნა
ეს პოზიცია აერთიანებს რამდენიმე მიმართულებას (ლოგისტიკა + ტექნიკური სამუშაო + კონტენტის შექმნა), შესაბამისად:
- ვიდეოგადაღება წარმოადგენს სამუშაოს სავალდებულო ნაწილს
- კანდიდატს უნდა შეეძლოს პროცესის მარტივად, თუმცა საინტერესო და მიმზიდველად გადაღება