მობილური სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის სპეციალისტი- ზესტაფონი
კომპანია ჯიბე "Cash & Carry" აცხადებს ვაკანსიას მობილური სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე.
შენიშვნა: პოზიცია ითვალისწინებს ხშირ მივლინებებს საქართველოს მასშტაბით
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: საწყისი ანაზღაურება 1500₾, პერიოდული ზრდა გამოსაცდელ პერიოდში 1900 ლარამდე
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტების კონტროლი მაღაზიაში, ყველა მიმართულებით, ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად
- პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობების კონტროლი
- პროდუქციის ვადიანობისა და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი
- სარეალიზაციო პროდუქციაზე ფასდებულის კონტროლი
- სავაჭრო დარბაზის, თაროების, პროდუქციის, სამუშაო ინვენტარის სისუფთავის კონტროლი
- მაღაზიაში არსებული სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა უწყვეტ რეჟიმში, ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად
- ინვენტარიზაციის პროცესში აღმოჩენილი უზუსტობების მომენტალური გადამოწმება შესაბამისი ტექნოლოგიური საშუალებებით (კამერის ჩანაწერი, პროგრამული უზრუნველყოფა)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის მიმართულებით გამოცდილება
- აუცილებელია პირველადი მოხმარების და სასურსათო პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა
- სასურველია სასაქონლო მარაგების მართვის პროგრამის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება აპექსის მცოდნეს)