მობილური მხარდაჭერის ტექნიკური სპეციალისტი — ამუსნეტ ინტერაქტივ ჯორჯია

ამუსნეტ ინტერაქტივ ჯორჯია — ლოგო
ამუსნეტ ინტერაქტივ ჯორჯია

მობილური მხარდაჭერის ტექნიკური სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

საერთაშორისო კომპანია "Amusnet Georgia" აცხადებს ვაკანსიას მობილური მხარდაჭერის ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე. შერჩეულ კანდიდატს შევასწავლით კომპანიის მიერ წარმოებული აპარატურის დიაგნოსტიკასა და შეკეთებას.

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის მიერ წარმოებული აპარატურის ინსტალაცია, დეინსტალაცია;
  • აპარატურის გადაადგილება ობიექტის ტერიტორიაზე;
  • კომპანიის მიერ წარმოებული აპარატურის მოდიფიკაცია;
  • მორიგეობის პერიოდში გამოძახებებზე სიარული, დაზიანებების აღმოფხვრა და ხარვეზების შეკეთება;

მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკურ დარგში;
  • ელექტრო მოწყობილობების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
  • 1-წლიანი გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში;
  • აუცილებელია მართვის მოწმობა - B კატეგორია, მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილებით (მექანიკური გადაცემათა კოლოფი);

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს;
  • სტაბილურ სამსახურსა და კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;
  • პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;