მკვლევარი
"Aptos" ესთეტიკური მედიცინის და სილამაზის ინდუსტრიის წამყვანი ქართული კომპანიაა. "Aptos"-ის ისტორია 1996 წელს იწყება: პლასტიკურმა ქირურგმა მარლენ სულამანიძემ გამოიგონა მსოფლიოში პირველი კბილანებიანი ძაფი, რამაც ჩაუყარა საფუძველი ესთეტიკური მედიცინის ახალ მიმართულებას, ძაფებით ლიფტინგს. სწორედ ქართულ კომპანიას ეკუთვნის პირველი საერთაშორისო პატენტი და სერიული წარმოების ლიცენზია კოსმეტიკურ ძაფზე ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით.
გარდა ამისა, Aptos გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც CE [Conformité Européene] ნიშანი აქვს სამედიცინო პროდუქტზე, რაც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ექსპორტის საშუალებას აძლევს. ამჟამად პროდუქცია მსოფლიოს ექვსივე დასახლებულ კონტინენტზე, 90 ქვეყანაშია წარმოდგენილი. 2021 წლიდან კი Aptos-ის პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე Made in Georgia სამარკო ნიშნით გადის.
კომპანია "აპტოსი" ეძებს მკვლევარს/ R&D Researcher-ს.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
სამეცნიერო-ექსპერიმენტული კვლევების ჩატარება ახალი პროდუქტების შემუშავებისა და არსებული პროდუქტების გაუმჯობესების მიზნით:
- ხელმძღვანელთან ერთად სამეცნიერო კვლევების დაგეგმვა, კვლევის პროტოკოლის შემუშავება, განხორციელება, კვლევის შედეგების ანალიზი და ანგარიშის მომზადება;
- სხვადასხვა პოლიმერული მასალის შედარებითი ანალიზი, მათი ფიზიკური და მექანიკური თვისებების მონიტორინგი და სხვა შესაბამისი კვლევების ჩატარება;
- კვლევის თემატიკის შესაბამისი სამეცნიერო ლიტერატურის გაცნობა, ანალიზი და ანგარიშის მომზადება;
- სამედიცინო მოწყობილობების (medical devices) შემუშავების მარეგულირებელი სტანდარტების (ISO 13485 - Design Controls in Medical Device Development) მოთხოვნების შესაბამისად დოკუმენტაციის მომზადება;
- ბაზარზე არსებული ახალი და ინოვაციური ნივთიერებების მონიტორინგი, სიახლეების მოძიება და მომწოდებლებთან კომუნიკაცია, რაც ხელს შეუწყობს პროდუქტის გაუმჯობესებას ან ახალი პროდუქტების შექმნას;
- ბაზარზე არსებული ახალი და ინოვაციური მასალებისა და ტექნოლოგიების მოძიება, მათი ანალიზი და მომწოდებლებთან კომუნიკაცია არსებული პროდუქტის გაუმჯობესებისა და ახალი პროდუქტების განვითარების მიზნით.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფარმაციის, ქიმიის, ბიოლოგიის, ბიოსამედიცინო მიმართულების ან სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების დარგში;
- სამეცნიერო კვლევითი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის ფლობა (Advanced).
სამუშაო ტიპი/სამუშაო საათები
სამუშაო ადგილი: თბილისი, გ. ამილახვარის 15;
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00.
ჩვენ გთავაზობთ: კორპორატიული ბენეფიტების პაკეტს - კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, საკომუნიკაციო პაკეტი.