მხაზველი/პროექტის მენეჯერი — დუე

დუე — ლოგო
დუე

მხაზველი/პროექტის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ინტერიერის დიზაინის სტუდია "DUE" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მხაზველი / პროექტ მენეჯერი.

DUE ეძებს პასუხისმგებლობიან, ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც ჩაერთვება ინტერიერის დიზაინის პროექტების ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებასა და პროექტების განხორციელების პროცესის კოორდინაციაში.

ძირითადი მოვალეობები:

  • ინტერიერის პროექტებისთვის დეტალური ტექნიკური ნახაზებისა და სამუშაო დოკუმენტაციის მომზადება Archicad-ში
  • მიმდინარე პროექტების ზედამხედველობა და საჭიროების შემთხვევაში ობიექტებზე ვიზიტი
  • სარემონტო სამუშაოების დიზაინ-პროექტთან შესაბამისობის კონტროლი
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი და მონიტორინგი
  • პროექტის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება დიზაინ გუნდისთვის
  • სარემონტო ჯგუფთან, მომწოდებლებთან და კონტრაქტორებთან ეფექტური კომუნიკაცია
  • პროექტების ვადების კონტროლი და პროცესების კოორდინაცია
  • პროექტის მიმდინარეობისას წარმოქმნილი ტექნიკური საკითხებისა და პრობლემების ოპერატიული იდენტიფიცირება, საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავება და დიზაინ გუნდთან შეთანხმება
  • პროექტების დიზაინ - ხარჯთაღრიცხვის მომზადება და შეკვეთილი პროდუქციის, ავეჯის, განათებისა და სხვა მასალების მიწოდების ვადების კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის მიმართულებით
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • Archicad-ის მაღალ დონეზე ცოდნა
  • სასურველია 3ds Max-ის ცოდნა
  • სამშენებლო და სარემონტო პროცესების კარგი ცოდნა
  • ინტერიერის მასალების, კონსტრუქციული კვანძებისა და ტექნიკური დეტალების ცოდნა
  • ტექნიკური ნახაზების მომზადებისა და წაკითხვის გამოცდილება
  • კომუნიკაციისა და ორგანიზების მაღალი უნარები
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00
  • შესვენება: 1 საათი
  • სამუშაო ადგილი: თბილისი

თუ გსურთ გახდეთ DUE - ს გუნდის წევრი,

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ