მხაზველი — გალტამი

გალტამი

მხაზველი

₾1250 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ჰაერსატარებისა და სავენტილაციო სისტემების წარმოების საწარმო აცხადებს ვაკანსიას მხაზველის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტებთან კომუნიკაცია და შეკვეთების მიღება;
  • კლიენტისგან ტექნიკური ინფორმაციის, ზომების, ჩანახაზებისა და ნახაზების მიღება და დაზუსტება;
  • საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური ჩანახაზებისა და ნახაზების მომზადება;
  • მოცემული ნახაზებიდან საჭირო დეტალების, ზომებისა და რაოდენობების განსაზღვრა;
  • შეკვეთის ტექნიკურად დამუშავება და წარმოებისთვის მომზადება;
  • დამუშავებული შეკვეთის წარმოებაში გადაცემა;
  • წარმოების თანამშრომლებთან ტექნიკური საკითხების დაზუსტება;
  • შეკვეთის სისწორისა და სრულყოფილად დამუშავების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ტექნიკური აზროვნება და ნახაზების წაკითხვის უნარი;
  • შესაბამის სახაზავ პროგრამებში მუშაობის უნარი;
  • ზომებთან და ტექნიკურ მონაცემებთან ზუსტად მუშაობის უნარი;
  • კლიენტებთან კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
  • პოზიცია განკუთვნილია როგორც გამოცდილების მქონე, ასევე დამწყები კანდიდატებისთვის;
  • განიხილებიან შესაბამისი ტექნიკური მიმართულების ბოლო კურსის სტუდენტებიც;
  • სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: დიდი დიღომი
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, 08:30 - 17:00
  • ანაზღაურება: 1250 ლარი — საწყისი ანაზღაურება

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • ადგილზე სამუშაო პროცესის შესწავლის შესაძლებლობას;
  • პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას;
  • გამოცდილ გუნდთან მუშაობას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.