მიწოდების დამხმარე — IDS Borjomi

IDS Borjomi — ლოგო
IDS Borjomi

მიწოდების დამხმარე

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომპანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. ჩვენს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.

ლოგისტიკის დეპარტამენტში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მიწოდების დამხმარის პოზიციაზე.

მისამართი: ილია ბაბუციძის ქ.#14; ქ. თბილისი;

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი, 08:30 სთ-დან 17:00 სთ-მდე;

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და გადაზიდული ტონაჟის მიხედვით (900-დან 1400 ლარამდე). ბონუსი, ყოველ 3 თვეში ერთხელ.

რისი გაკეთება მოგიწევთ:

  • სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის მიწოდება;
  • დადგენილი სტანდარტის მიხედვით, პროდუქციის წარმოდგენა;

საჭირო კვალიფიკაცია, უნარები და ცოდნა:

  • საშუალო, პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;

ჩვენ გთავაზობთ:

  • საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას;
  • სამართლიან, გამჭირვალე შეფასების სისტემას;
  • კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს;
  • საუკეთესო სამედიცინო დაზღვევას;

შერჩევის ეტაპები:

  • ტესტირება, ლოგიკური და დაკვირვებულობასთან დაკავშირებული;
  • შეხვედრა, ეიჩართან და უშუალო ხელმძღვანელთან;